|
2020-05-11 17:32:10, 7580 ნახვა
სხვადასხვა
ვაკის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ვაკის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, რაიონში ერთი საკალათბურთო და ოთხი კომბინირებული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N10-15 კორპუსების მიმდებარედ კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები მოეწყობა, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N22 კორპუსის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N2-3 კორპუსების და ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ კი, ფეხბურთის მოედნები განახლდება. სამუშაოების შედეგად, დაიგება სპეციალური საფარი, ასევე ღობეები, ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები დამონტაჟდება. სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის ღირებულება 423 000 ლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)