17:07 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-11 15:44:35, 1883 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია - საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიამ კარანტინში 25 ათასზე მეტი ადამიანს მოემსახურა და ისწავლა, როგორ მართოს ვირუსის გავრცელების

საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიამ კარანტინში  25 ათასზე მეტ ადამიანს მოემსახურა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სასტუმროს და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

 მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს სერიოზული ციფრია და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამას თავისი მნიშვნელობა აქვს.

 „რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის სასტუმრო. სასტუმრო, ბიზნესის თვალსაზრისით იმიტომ, რომ ჩვენ რაღაც მომენტში მივიღეთ გადაწყვეტილება, საკარანტინო  ზონებად გამოვიყენოთ ის, ვისაც ამის სურვილი ექნება. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბევრი კითხვებიც, შეშფოთებებიც და გაურკვევლობაც იყო, დღეს გამოდის, რომ ეს არის კონკრეტული, კონკურენტული უპირატესობა",  - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 გიორგი გახარიას თქმით,  საქართველოში ბევრმა სასტუმრომ ისწავლა, როგორ მართოს ვირუსის გავრცელების და გადაცემის რისკი.

 „ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ თქვენ, ყველა სასტუმრო ბიზნესიდან ხართ და გესმით, რომ  ბევრი პროცესებია სასტუმროში და ყველგან საჭირო არის შესაბამისი სტანდარტები, რომლებიც თქვენ, გინდათ, თუ არა, იქ, სადაც საკარანტინო ზონები იყო, მოგიწიათ და ისწავლეთ. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა , მსოფლიოს არცერთ ქვეყანას მსგავსი გამოცდილება, ასე სისტემურად, პირველივე დღიდან არ აქვს. შემდგომ,  ბოლო პერიოდში, ზოგიერთებმა დაიწყო ამის გამოყენება. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაც ამით ძალიან დაინტერესებულია. ჩვენ ახლა ინფორმაციას ვცვლით", -  განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics