|
2020-05-10 18:10:01, 16421 ნახვა
კულტურა
თბილისის მერიის მხარდაჭერით, სხვადასხვა სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობა დისტანციურად მიმდინარეობს
თბილისის მერიის მხარდაჭერით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, სხვადასხვა სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობა დისტანციურად მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს კიბერლიგას - ონლაინ ჩემპიონატს კიბერსპორტის 7 სახეობაში,„თბილისის თასი 2020“ ონლაინ და საქართველოს E ლიგა (FIFA 2020). ასევე, ონლაინ გადაცემებს, რომელიც მოიცავს კულინარიის ონლაინ კურსებს და ონლაინ სპორტულ აქტივობებს (იოგა სახლის პირობებში მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის; ფუნქციონალური ვარჯიში სახლის პირობებში;). გადაცემებს ყოველდღე, 12:00 საათზე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფეისბუქ გვერდზე იხილავთ. პროექტის ფარგლებში, სულ 48 გადაცემა ჩატარდება. • ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, 12:00 საათი - იოგა სახლის პირობებში მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის; • სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი, 12:00 საათი - ფუნქციონალური ვარჯიში სახლის პირობებში; • შაბათი-კვირა, 12:30 საათი - კულინარიის ონლაინ კურსები. სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობების გარდა, დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, ონლაინ აქტივობები კულტურის მიმართულებითაც ხორციელდება. აღნიშნული პროექტები გაგრძელდება ივნისის ბოლომდე და მასში უშუალოდ ჩართული იქნება 5 000-მდე მონაწილე. აქტივობების მიზანია, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს შესრულებული იქნას სახელმწიფოს უმთავრესი რეკომენდაცია #დარჩი სახლში.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)