10:30 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-10 12:09:18, 1667 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში 90 -დან 64 აგრარული ბაზარი გაიხსნა

საქართველოში რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან, 10 მაისის მონაცემებით, 64 უკვე გაიხსნა, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეისთვის საკვანძო ადგილებში არსებული აგრარული ბაზრები, ყველა რეგიონში ფუნქციონირებს, დარჩენილი ბაზრების უმეტესობა სეზონურია და შესაბამისად განაახლებს საქმიანობას.

 აგრარული ბაზრების გახსნას წინ უძღოდა მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც ბაზრების ადმინისტრაციამ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებითა და ზედამხედველობით განახორციელა.

„საბითუმო და საცალო ვაჭრობის ობიექტებში ჩატარდა მოსაპირკეთებელი და დასუფთავების სამუშაოები, მოხდა ძველი დახლების დემონტაჟი და ნარჩენების გატანა, დამონტაჟდა დეზობარიერები და ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, კონტროლდება პერსონალის და მომხმარებლის დამცავი საშუალებებით აღჭურვა და სოციალური დისტანციის დაცვა.

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების წესების და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით, სააგენტოს ინსპექტორები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს. აგრეთვე, სააგენტოს ზედამხედველობით, რამდენიმე აგრარულ ბაზარში სარეაბილიტაციო სამუშაოები და ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს“,- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics