10:31 - 09 Aug, 2026
|
2020-05-09 09:22:36, 1508 ნახვა
საზოგადოება
დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი აღინიშნება
9 მაისს საქართველოში მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75-ე წლისთავი აღინიშნება. როგორც წესი, 9 მაისი ვაკის პარკში აღინიშნება ხოლმე, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები, ომის ვეტერანები, ასევე რიგითი მოქალაქეები მიდიან და უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილები მიაქვთ. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს პანდემიის გამო, შეზღუდვებია დაწესებული, ამიტომ 9 მაისი წელს განსხვავებულ ფორმატში ჩაივლის. ცნობისთვის, 1945 წლის 9 მაისს მოსკოვში წითელ მოედანზე გაიმართა ამ გამარჯვების აღსანიშნავი პირველი სამხედრო აღლუმი. ფაშიზმზე გამარჯვების დღე დღესასწაულად 1945 წლის 8 მაისს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით გამოცხადდა, ხოლო უქმე დღედ - 1965 წლის 26 აპრილს.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)