|
2015-08-19 11:12:21, 494 ნახვა
საზოგადოება
თინა ხიდაშლმა ატლანტიკურ საბჭოსა და ჰერიტიჯის ფონდში შეხვედრები გამართა
თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში გავლენიან კვლევით ორგანიზაციებს სტუმრობს. აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ეშტონ კარტერთან შეხვედრის შემდეგ, თინათინ ხიდაშელი ატლანტიკურ საბჭოსა და ჰერიტიჯის ფონდში იმყოფებოდა. შეხვედრებზე ორგანიზაციის მკვლევარებთან და მოწვეულ ექსპერტებთან საუბრის მთავარი თემა საქართველოს უსაფრთხოების გარემო, რეგიონში არსებული გამოწვევები და რუსეთთან ურთიერთობების პერსპექტივები იყო. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები საკუთარი არგუმენტების სიმყარის მოსინჯვისა და კვალიფიციური რჩევების მიღების შესაძლებლობას იძლევა. „ატლანტიკურ საბჭოში და ჰერიტიჯის ფონდში გამართულ შეხვედრებზე ჩვენ ვიმყოფებოდით მეგობრების გარემოცვაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვისაუბრეთ გლობალური მასშტაბით ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობაზე და ბუნებრივია, რუსეთზე. მთავარი აქცენტი ამ შეხვედრების ფარგლებში გაკეთდა იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტად შეგვაიარაღონ მყარი არგუმენტებით, გეგმით, სტრატეგიით, რომლითაც უნდა მოქმედებდეს საქართველო რუსეთიდან მომავალი საფრთხეების წინააღმდეგ. ვთხოვეთ, რომ მათ ფასილიტაცია გაუწიონ ჩვენს გზავნილებს, მოთხოვნილებებს და საქართველოს უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფისთვის აუცილებელ არგუმენტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაწყვეტილებების მიმღებებთან“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. თავდაცვის მინისტრი აშშ-ში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. თინათინ ხიდაშელი უახლოეს დღეებში რამდენიმე გავლენიან კვლევით ორგანიზაციას ესტუმრება, დაგეგმილია თავდაცვის მინიტრის საჯარო გამოსვლებიც.
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)