|
2020-05-07 15:46:10, 1613 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - არ გასულა, პრაქტიკულად არცერთი თვე, რაიმე სიახლე და დახმარება არ შეგვეთავაზებინა ტურისტული ინდუსტრიისთვის
ტურიზმის ინდუსტრიის პირველი, „გადაუდებელი დახმარების“ ეტაპის ფარგლებში შეთავაზებული შეღავათებით უკვე 6118-მა ტურისტულმა ბიზნესმა ისარგებლა, - ამის შესახებ დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას ისაუბრა. მისი თქმით, ტურისტულ ბიზნესს 4 თვით გადაუვადდათ ქონების გადასახადი, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდე. „არ გასულა, პრაქტიკულად არცერთი თვე, ჩვენ რომ რაიმე სიახლე და დახმარება არ შეგვეთავაზებინა ტურისტული ინდუსტრიისთვის. პირველი ეტაპი დავიწყეთ მარტში, რომელსაც ჩვენ „გადაუდებელი დახმარების ეტაპი" დავარქვით, რადგან იმ მომენტისთვის ყველაზე მეტად დაზარალდა ტურისტული ინდუსტრია და უკვე ჩანდა, რომ ეს ტენდენცია უფრო გაძლიერდებოდა შემდეგ თვეებში. დღემდე, ტურიზმის სექტორს მათთან შეხვედრის და კონსულტაციის შედეგად, მართლაც უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები შევთავაზეთ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას ინფორმაციით, ტურისტული სექტორი ასევე აქტიურად ჩაერთო დახმარების სხვა მიმართულებაშიც, კერძოდ, მცირე სასტურმოების დახმარების პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც მცირე სასტუმროებს სახელმწიფო უსუბსიდირებს საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის 80%-ს. მინისტრის განცხადებით, დღეის მონაცემებით უკვე 2200-მა სასტუმრომ დააფიქსირა თავისი სურვილი, რომ ამ შეღავათით ესარგებლა. „ასევე ჩვენ მყისიერად გავაფართოვეთ მცირე სასტუმროების დახმარების პროგრამა, რომელიც „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ეგიდით ხორციელდება - როდესაც სახელმწიფო ასუბსიდირებს ბანკის პროცენტის დიდ ნაწილს, 80%-იანი სუბსიდირება ხდებოდა. თუ აქამდე ეს იყო 20 ნომრამდე სასტუმროები, ჩვენ მარტში მივიღეთ გადაწყვეტილება და 50 ნომრამდე სასტუმროებზე გავავრცელეთ იგივე პროგრამა“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ამასთან, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, მთავრობამ ტურისტულ ინდუსტრიას შუამდგომლობა გაუწია კომერციულ ბანკებთან და უმეტესი მათგანისთვის მოხდა საბანკო სესხის რესტრუქტურიზაცია.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)