13:32 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-05 18:25:25, 1533 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - სააკაშვილის კლასტერი მიმართულია კონკრეტული პიროვნების და მისი სახელისუფლებო სტრუქტურის საქმიანობის დამცირებისკენ

როდესაც საუბრობენ საქართველოს მაგალითზე, როგორც ამ პრობლემის მართვის თვალსაზრისით, ასევე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული შემოწირულობის თვალსაზრისით, ეს არის ის რეალობა რაც არსებობს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ფრანგულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიის კომენტირებისას, რომელშიც საქართველოს ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ მოყვანილია როგორც სამაგალითო, ხოლო  მმართველი პარტიის დამფუძნებლის ქველმოქმედება მისაბაძი მთელი მსოფლიოსთვის.

„ამ რეალობას ზოგი ხვდება სიხარულით, ზოგი - პრაგმატული თავშეკავებით და ანალიზით, ზოგი კიდევ - თავშეუკავებელი სიბრაზით.  მე ვფიქრობ, რომ  საქართველოს საზოგადოებისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, იცოდეს რას წერენ და  რა შეფასებებს აძლევენ ჩვენს საქმიანობას საზღვარგარეთ. ამავე დროს რეალურ სიტუაციას უნდა გავუსწოროთ თვალი   -   მთელი ძალისხმევა სააკაშვილის კლასტერის მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე დაამცირონ, შეამცირონ როგორც კონკრეტული პიროვნების, ასევე მის მიერ ჩამოყალიბებული სახელისუფლო სტრუქტურების საქმიანობა", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics