13:32 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-05 12:42:11, 1525 ნახვა

პოლიტიკა
ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი გახარია ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაიბარა

დღეს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და ინტერპელაციის წესით საპარლამენტო სესიაზე დაიბარა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრისგან ითხოვს პასუხს, თუ რატომ ვერ მოხერხდა სიღარიბის შემცირება ქვეყანაში, რა გავლენა მოახდინა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხელისუფლების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მოსახლეობის სოციალური მდგომარობის გაუარესებაზე და რა ზომებს იღებს მთავრობა მის გამოსასწორებლად.

ამასთანავე, საპარლამენტო ფრაქციას სურს, პრემიერისგან მოისმინოს თუ რა მდგომარეობაშია ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში და როგორ აპირებს პენსიონერების სიღარიბის ზრდის შეჩერებას, მზარდი ფასებისა და ლარის გაუფასურების პირობებში.

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრს პლენარულ სხდომაზე რეგლამენტით განსაზღვრული წესის თანახმად, 29 მაისს ელის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics