|
2020-05-05 13:52:05, 1528 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - საგანგებო მდგომარეობა ერთი თვითაც რომ გაგრძელდეს, არჩევნები მაინც ახალი სისტემით ჩატარდება
საგანგებო მდგომარეობა ერთი თვითაც რომ გაგრძელდეს, საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც მოხდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, თუ, საგანგებო მდგომარეობა 1 თვით გაგრძელდება, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ივლისის ბოლომდე მიიღებენ, თუ საგანგებოს გაგრძელების საჭიროება არ იქნება, პროექტის მიღება ივნისის ბოლოს დასრულდება. „არავითარი საფრთხე არ შეექმნება, ახალი სისტემით 31 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას. დრო საკმარისია ყველაფრისთვის. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ვნახავთ, იქნება თუ არა საჭირო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება. თუ არ გახდება საჭირო გახანგრძლივება, ამ შემთხვევაში, ივნისის ბოლომდე ესწრება ცვლილებების მიღება, თუ გახდა გაგრძელება საჭირო, ამ შემთხვევაში, ივლისში დასრულდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე არის გამოცხადებული. 8 მარტს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 პრინციპით უნდა ჩატარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)