13:33 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-04 14:35:23, 1460 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის კანონიერ დასჯას მოითხოვს

„ევროპული საქართველო“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის კანონის შესაბამისად დასჯას მოითხოვს.

ამის შესახებ პარტიის წევრმა, გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აბაშიძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახეა, რომელიც თანამდებობაზე პოლიტიკური ნიშნით დაინიშნა.

„ეთნიკური შუღლის გაღვივება და, მით უმეტეს, ძალადობისკენ მოწოდება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით. ბატონი აბაშიძე, რომელიც არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახე, რომელიც, თავის დროზე, სწორედ პოლიტიკური ნიშნით დაინიშნა ამ თანამდებობაზე, კვლავაც ინარჩუნებს საკუთარ პოზიციას. „ევროპული საქართველოს“ სახელით მოვითხოვ, არა მხოლოდ მის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადაყენებას, არამედ ყველა იმ ნაბიჯის გადადგმას, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისთვის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ სოციალურ ქსელში ეთნიკური აზერბაიჯანელების მისამართით ქსენოფობიური კომენტარები გააკეთა. აღნიშნული შეეხება ქვემო ქართლში მომხდარ ინციდენტს, როდესაც ადგილობრივებმა ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის პროცესში მედპერსონალს ხელი შეუშალეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics