16:42 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-18 14:22:14, 623 ნახვა

საზოგადოება
დღეს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს 31 წელი შეუსრულდებოდა. გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მუხათგვერდის სასაფლაოზე მისი ოჯახის წევრები და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი სურმავამ და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის წარმომადგენლებმა ქართველი გმირის საფლავი  ყვავილებით შეამკეს. მამა გიორგიმ გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.  
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ღვაწლის შესახებ ისაუბრა და მისი გმირობა გაიხსენა. მისი თქმით, გიორგი ანწუხელიძემ ეროვნული გმირის წოდება ღირსეულად მიიღო. წამების მიუხედავად იგი არ გატყდა და მტერს არ დანებდა. „მან მთელ მსოფლიოს აჩვენა იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა. ის ვაჟკაცობის განსახიერებაა. მისი ხსოვნა მუდამ იქნება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის გულში და მისი გმირობის ამბავი გადაეცემა თაობიდან თაობას“ - აღნიშნა ბესიკ ლოლაძემ.
ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის წარმომადგენლებმაც გაიხსენეს. სერჟანტთა მომზადების ცენტრის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა დავითაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის გვახსოვდეს ჩვენი გმირები და მათი ოჯახის წევრები.
საქართველოს ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ოჯახებზე ზრუნვა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.  გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ, მაკა ჩიკვილაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პატივს მიაგებს გმირის ხსოვნას.
მოგვიანებით, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალს გვირგვინით შეამკობენ და ოჯახის წევრებს შეხვდებიან.
მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპა. სერჟანტი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics