13:48 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-02 11:27:31, 1718 ნახვა

საზოგადოება
300-მდე მოსწავლეს გარემოსდაცვით და აგრარულ თემებზე ვებინარები ჩაუტარათ

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოდან გამართა ვებინარები  გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით თემებზე: ნარჩენების მართვა, ბიომრავალფეროვნება, ნიადაგის დეგრადაცია, კლიმატის ცვლილება, ატმოსფერული ჰაერის დაცვა, ღვინის და საკვების შეხამება.

დისტანციურ ლექციებს ცენტრის თანამშრომლებთნ ერთად უძღვებოდნენ სხვადასხვა დარგის მოწვეული ექსპერტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.

ჯამში გასული კვირის განმავლობაში ვებინარებში მონაწილეობა მიიღო 287-მა მოსწავლემ.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობისა და ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით აქტიურად მუშაობს არაფორმალური განათლების მიმართულებით. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამო, ცენტრი, ისევე როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებები, გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე და ნებისმიერ მოსწავლეს სთავაზობს სხვადასხვა ვებინარს.

დისტანციური სწავლების განმავლობაში, ნებისმიერ დაინტერსებულ პირს, მათ შორის მოსწავლეს, მასწავლებელს თუ მშობელს, შეუძლია შეავსოს მითითებული სარეგისტრაციო ფორმა - http://tiny.cc/hiqxmz, აირჩიოს მისთვის საინტერესო თემა და გარემოსდაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმოს ვებინარი მოსწავლეების ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისათვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics