|
2020-05-01 16:38:42, 1458 ნახვა
კომენტარი
ქეთევან ციხელაშვილი - ვეხმარებით მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ გაუმკლავდნენ პანდემიის საფრთხეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე 150-მდე მოქალაქეა გადმოყვანილი, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან ან მკურნალობას გადიან. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველა არხის გამოყენებით ძალისხმევას არ იშურებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად ჰუმანიტარული თუ სხვა საჭიროების პაკეტებით. „ჩავედით სოფელ ტახტისძირში სწორედ იმ ადგილას, სადაც რუსეთის ფედერაციამ ახლახანს განახორციელა მორიგი უკანონო ბორდერიზაცია. იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას დავუდგეთ გვერდით და დავეხმაროთ რეალურად, მათ შორის, სასოფლო სამეურნეო საქმიანობის წარმოებაში. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ სოფელში ისევე როგორც ყველა სოფელში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სახელმწიფო განაგრძობს მათ გვერდში დგომას. ძალიან გვადარდებს იმ ადამიანების ბედი, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობენ. განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში, რომელიც დღითიდღე, უფრო მეტად, საუბედუროდ ემსგავსება აბსურდის თეატრს. უკვე არის გაფართოებული სამხედრო ბაზა. რთულია მდგომარეობა. ცხინვალს უწოდებენ მეორე სახელად სტალინირს, ე.წ. ლენინგორი უკვე გვაქვს ახალგორის სახელად, სადაც დღეს, 21-ე საუკუნეში ჩვენი ახალგაზრდები იძულებულები არიან ატარონ პიონერთა ყელსახვევები და საბჭოთა დროის სიმღერები იმღერონ. ჩვენ ვცდილობთ, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ყველა არხით, მათ შორის საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციასთანაც, რომელსაც აქვს წვდომა ამ რეგიონში, განსხვავებით სხვა ორგანიზაციებისგან, იმისთვის, რომ ახალგორის რაიონში, ისევე როგორც ცხინვალის რეგიონის დანარჩენ ტერიტორიაზე დავეხმაროთ ყველაზე მოწყვლად ადამიანებს ჰუმანიტარული სხვადასხვა სახის დახმარებით და პაკეტებით. გვესმის ყოველდღე სხვადასხვა სახის აბსურდული ბრალდება. ხორციელდება შეტევები მუდმივად ლუგარის ლაბორატორიაზე და იმდენად აბსურდული განცხადებებიც კეთდება, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ხელოვნურად შეიტანოს COVID-19 ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამაზე კომენტარს უბრალოდ ვერ და არ გავაკეთებ იმ კატეგორიას განეკუთვნება ეს დეზინფორმაცია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა და აქტიურ რეჟიმში ვეხმარებით მოქალაქეებს, რომ გაუმკლავდნენ პანდემიის საფრთხეს. დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მაგალითად კარანტინში, 150-მდე პირი იმყოფება. იცით თქვენ, რომ სხვა სამედიცინო საჭიროებებისთვის ასევე მოსახლეობა იღებს უფასო სამედიცინო დახმარებას და ეს აუცილებლად გაგრძელდება", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)