16:42 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-17 18:04:00, 620 ნახვა

საზოგადოება
სექტემბერში თბილისის ზოოპარკის მხოლოდ ზედა ნაწილი გაიხსნება

სექტემბერში თბილისის  ზოოპარკის მხოლოდ ის ნაწილი გაიხსნება, რომელიც 13 ივნისის სტიქიამ ნაკლებად დააზარალა. ამის შესახებ 

 "ექსპრესნიუსს" ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მზია შარაშიძემ განუცხადა. კერძოდ, შარაშიძის განმარტებით, ზოოპარკის ზედა ნაწილი გაიხსნება, რომლის დასუფთავების სამუშაოებიც  თითქმის დასრულებულია. 

"სექტემბერში ვვარაუდობთ გახსნას, უბრალოდ ზუსტი რიცხვი არ ვიცით.საუბარია უშუალოდ ზედა ნაწილზე, ქვედა ნაწილის აღდგენაზე საუბარი არ არის, რადგან ის  მთლიანად განადგურებულია. გაიხსნება მხოლოდ და მხოლოდ ზედა ნაწილი, რომელიც წყალდიდობას გადაურჩა. ეს ნაწილი თითქმის დასუფთავებულია, მაგრამ მაინც გარკვეული სამუშაოებია დარჩენილი.  ძირითადი ნაგვისგან  კი გაწმენდილია. ასევე, ვოლიერების შეკეთებაც გრძელდება. პინგვინების ვოლიერი იყო წყალდიდობის შედეგად დაზიანებული და აღვადგინეთ და დავაბრუნეთ პინგვინები თავის ვოლიერში.  კუბური ნიანგი გადავიყვანეთ ნილოსის ნიანგის ვოლიერში, რომელიც ასევე, იყო დაზიანებული და  ეს ვოლიერიც აღვადგინეთ. ასე გრძელდება აღდგენის პროცესები და სექტემბერში გავხსნით",-განუცხადა მზია შარაშიძემ "ექსპრესნიუსს".

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics