12:41 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-30 19:46:20, 1308 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნია - საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში, არსებული კრიტერიუმები თბილისის მასშტაბით 117-მა დაწესებულებამ დააკმაყოფილა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში, არსებული კრიტერიუმები თბილისის მასშტაბით 117-მა დაწესებულებამ დააკმაყოფილა.

მისი თქმით, მთავრობის მიერ დაწესებული კრიტერიუმი დააკმაყოფილა 20-მდე დაწესებულებამ ბათუმისა და ქუთაისის ფარგლებში.

„მიმდინარე წლის იანვარში მიღებული იქნება მთავრობის დადგენილება, რომელიც მიზნად ისახავდა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირველადი ჯანდაცვის ქსელში სელექტიური კონტრაქტირების ამოქმედებას საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში.

დღეს იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით თუ რომელი დაწესებულებები უნდა დარჩეს პროგრამაში სერვისის მიმწოდებლად და იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელსაც ითვალისწინებდა მთავრობის დადგენილება.

აქ შეეხება საქმე როგორც მიმაგრებული მოსახლეობის რაოდენობას და საწყისი კრიტერიუმი, რომელიც განისაზღვრა იყო 13 000 და მეტი მოსახლეობა. ასევე მონაწილეობა პრევენციულ სერვისებში, ადამიანური რესურსის განათლების რესურსებში მონაწილეობა, ეს კრიტერიუმები დააკმაყოფილა დაწესებულებების გარკვეულმა ნაწილმა. სულ თბილისის მასშტაბით 117-მა დაწესებულებამ, ასევე არის 20-მდე დაწესებულება ბათუმისა და ქუთაისის ფარგლებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics