|
2020-04-30 18:30:28, 1875 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი აგარის შაქრის ქარხანაში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნენ
აგარის შაქრის ქარხანა ერთ-ერთი პირველი საწარმოა, რომელიც მთავრობის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის პროგრამის საფუძველზე ამოქმედდება. ამჟამად საწარმოს ტერიტორიაზე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც 500 ადგილობრივი მოსახლე ქარხანაში დასაქმდება, საწარმოს გამოშვებული პროდუქცია - შაქარი ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დიდ ნაწილს დააკმაყოფილებს. დღეს საწარმოში მიმდინარე სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, აგარაში მდებარე შაქრის კომბინატი ისტორიული ქართული საწარმოა, რომელმაც პირველი პროდუქცია გასული საუკუნის 30-იან წლებში გამოუშვა. „მნიშვნელოვანია, რომ აგარის შაქრის ქარხნის მუშაობის განახლება ჩვენი საინვესტიციო სტრატეგიის ფარგლებში გახდა შესაძლებელი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ქართული წარმოების აღორძინებასა და ბაზრის საკუთარი პროდუქციით მომარაგებას. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საწარმო სრული დატვირთვით ამოქმედდება. შედეგად, საქართველოს ბაზრის დიდი ნაწილი ადგილობრივი წარმოების შაქრით მომარაგდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საწარმოში დასაქმდება 500 ადგილობრივი მოსახლე," - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს დაგეგმილი აქვთ პროექტები, რომლის მიზანსაც სოფლის მეურნეობის სამრეწველო გადამუშავების საწარმოთა განვითარება და საქართველოს ბაზრის ადგილობრივი აგროწარმოების პროდუქციით მომარაგება წარმოადგენს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, აგარის შაქრის ქარხანაში წარმოების განსაახლებლად მიმდინარეობს სამუშაოები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ ხელს ვუწყოთ ქართულ წარმოებას, რათა დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა ქართული პროდუქციით. ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად გვაქვს კომუნიკაცია ქარხნის ხელმძღვანელობასთან. ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გეგმა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ასეული ადამიანი შეძლებს, განაახლოს მუშაობა აგარის ქარხანაში," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. აგარის შაქრის ქარხანა 2020 წლის ივნისიდან ამოქმედდება და ადგილობრივ ბაზრის მოთხოვნის დიდ ნაწილს შაქრის მიწოდებაზე დააკმაყოფილებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)