|
2015-01-27 11:36:57, 2904 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: საქართველოში ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობები, ინტენსიური ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი უნდა გახდეს
"საქართველოს მდებარეობა და ბიზნესის საწარმოებლად ხელსაყრელი პირობები, ინტენსიური ეკონომიკური ზრდის და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი უნდა გახდეს",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ლიტვის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. "ბიზნესის საწარმოებლად საქართველოში არსებული ხელსაყრელი პირობები, აგრეთვე, ჩვენი ქვეყნის მტკიცე რეგიონალური და სავაჭრო ურთიერთობები და მისი მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე, ინტენსიური ეკონომიკური ზრდის და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი უნდა გახდეს. ჩვენ გასულ წელს ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს იყო ისტორიული დოკუმენტი, აგრეთვე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, რომელიც არის განუყოფელი ნაწილი ასოცირების ხელშეკრულების.ეს არის მართლაც ჩვენი სამქომედო გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა მომდევნო 10 წლის განმავლობაში და იმის იქით. ამიტომაც, ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას მსოფლიოს ბაზრებსა და გლობალური მიწოდების ქსელებში ქვეყნის ინტეგრაციას. ამასთანავე, ახალი პერსპექტივებით უზრუნველყოფს საქართველოს და იმ ბიზნესმენებს, რომლებიც საქმიანობენ ჩვენს ქვეყანაში არა მხოლოდ ქართველები, არამედ უცხოელები. რაც შეეხება საქართველო- ლიტვას შორის არსებულ ვაჭრობას, მინდა გითხრათ, რომ ვაჭრობის ბრუნვა გაზრდილია 30%-ით, რაც შეეხება ექსპორტს, ექსპორტი გაზრდილია 46%-ით გასულ წელს და იმპორტი გაზრდილია 21%-ით. საქართველოს ეკონომიკა მართლაც მრავალფეროვანია. დარწმუნებული ვარ, ლიტვიდან მეტ ინვესტორს დავაინტერესებთ",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. დღესვე, საქართველო-ლიტვას შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)