|
2020-04-30 13:11:35, 7539 ნახვა
ომი უკრაინაში
რატიანი - 82 წლის ქალი, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი აქვს, აპარატიდან მოვხსენით და კონტაქტურია
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 82 წლის მძიმე პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა და მისი მდგომარეობა კონტაქტურია. მისი თქმით, ქალს 30 წელია შაქრიანი დიაბეტი აქვს და ინსულინოთერაპიაზე იმყოფება. „82 წლის ქალბატონი, რომელსაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, ორივე ქვემო კიდურის ამპუტაცია, მიკროანგიოპათიის გამო გართულებული პრობლემები, მოიხსნა აპარატიდან და არის კონტაქტური, ადეკვატური, სუნთქვის პარამეტრები არის სტაბილური. რჩება ოქსიგენდამოკიდებული. ეს მაგალითი რატომ მოვიყვანე - ამ ქალბატონს, 30 წელია, აქვს შაქრიანი დიაბეტი, იმყოფება ინსულინოთერაპიაზე, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ შაქრიანი დიაბეტი, გართულებული სხვადასხვა ფორმით, არ წარმოადგენს მაღალი ლეტალობის ინდექსს. როგორც კი ეს ვირუსი გაჩნდა სამყაროში, რატომღაც ყველამ ერთად, ვინაიდან ახალი იყო და ჰქონდა მაღალი ლეტალობა, დავარქვით მკვლელი ვირუსი, მაგრამ ვირუსის ამ ფუნქციამ განიცადა ლიკვიდაცია. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმასთან დაკავშირებით, რომ გართულებულ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს პოლიორგანული უკმარისობა, არ წარმოადგენს მაღალი ლეტალობის ინდექსის მანიშნებელს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)