|
2020-04-30 11:39:17, 5477 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალების ოფიცრებს უმაღლესი სამხედრო წოდებები მიენიჭათ
საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით თავდაცვის უწყების მაღალი რანგის ოფიცრებს უმაღლესი სამხედრო წოდებები მიენიჭათ. ოფიცრებისთვის უმაღლესი წოდების მინიჭება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის თანახმად მოხდა. თავდაცვის ძალების დაარსების 29-ე წლისთავზე, განსაკუთრებული დამსახურების, ქართული ჯარის რეფორმირებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვის ძალებს უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრები შეემატნენ. დასავლეთის სარდალს პოლკოვნიკ ჯონი ტატუნაშვილს, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსს პოლკოვნიკ ირაკლი ჭიჭინაძესა და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალს პოლკოვნიკ იოსებ ლოლაძეს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდებები მიენიჭათ. თავდაცვის ძალებში განსაკუთრებული დამსახურებისთვის გენერალ-მაიორის უმაღლესი სამხედრო წოდება მიენიჭა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს - გენერალური შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალ გიორგი მათიაშვილს. ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ მშვიდობის აღდგენისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა გენერალ-მაიორი გახდა. თავდაცვის უწყების რეფორმირებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, მინისტრის წარდგინებითა და პრეზიდენტის განკარგულებით, თავდაცვის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიიღო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)