|
2020-04-28 14:47:28, 12932 ნახვა
ომი უკრაინაში
თენგიზ ცერცვაძე - მედიკამენტ პლაქველინის თვალსაზრისით, სამკურნალო გაიდლაინში ცვლილება არ მომხდარა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მედიკამენტ პლაქველინის თვალსაზრისით, გაიდლაინში ცვლილება არ მომხდარა. მისი თქმით, ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების სააგენტომ ერთადერთი რეკომენდაცია აღნიშნულ მედიკამენტს გაუწია. „რაც შეეხება გაიდლაინში ცვლილებას, ძირითადი მედიკამენტის, პლაქველინის თვალსაზრისით ცვლილება არ მომხდარა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა შენიშვნები ექიმების, ექსპერტების თუ ცალკეული ჯგუფის მხრივ, რომ პლაქველინი შესაძლოა არ იყოს ისე ეფექტური კოვიდინფექციის დროს, როგორც ეს თავიდან ეგონათ და ასეთი კვლევებიც არის ნამდვილად. ამის მიუხედავად, ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების სააგენტომ, რომელიც არის მთავარი ორგანო მსოფლიოში, რომელიც წყვეტს საკითხს, თუ რა მედიკამენტები უნდა იყოს გამოყენებული დაავდების დროს, მას არ შეუცვლია თავისი გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა ამ წლის 28 მარტს, სადაც რეკომენდაცია კვლევებში არსებული მედიკამენტებიდან ერთადერთი მისცა პლაქველინს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)