14:46 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-27 14:58:31, 1557 ნახვა

საზოგადოება
კოსტავას ქუჩის ნაწილს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კოსტავას ქუჩის დარჩენილი ნაწილის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო არეალი თბილისის საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს.

სამუშაოების ფარგლებში, გზის დაზიანებული საფარის დემონტაჟი ეტაპობრივად  განხორციელდება და ასფალტის საფარი საერთო ჯამში, 10 000 კვ.მ ფართობზე დაიგება. ასევე, მოწესრიგდება დაზიანებული საკომონუკაციო ჭები და სანიაღვრე ქსელი.  

რეაბილიტაციას, რომელიც სამ კვირაში დასრულდება, კომპანია „გზები და კეთილმოწყობა“ განახორციელებს. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 800 000 ლარი დაიხარჯება

თბილისის მერიამ კოსტავას ქუჩის ნაწილის რეაბილიტაციისა და მოდერნიზების პროექტი 2018 წლის ბოლოს დაასრულა. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ასევე, ჩაუტარდა ჟიული შარტავასა და მიმდებარე ქუჩებს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics