|
2020-04-27 11:22:55, 1850 ნახვა
ეკონომიკა
მარტში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 10.64%-ით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს 2020 წლის მარტის მდგომარეობას, კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ. მათი ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 3.37 მლრდ ლარით (10.64%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.78%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 34.99 მლრდ ლარი შეადგინა. ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 43.61 მლნ ლარით (0.30%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 3.32 მლრდ ლარით (19.26%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.18%-ით). აღსანიშნავია ისიც, რომ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.54 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.20%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.51 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 19.30%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.21%-ით მეტი). „2020 წლის მარტის განმავლობაში 7.30%-ით, ანუ 1.15 მლრდ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 16.98 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.22 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 4.25 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.21 პროცენტული პუნქტით)“, - განაცხადეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)