15:45 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-25 21:26:58, 1790 ნახვა

საზოგადოება
ბითაძე - ჩვენი თანამშრომლები გმირები არიან - ისინი სადეზინფექციო სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში ახორცილებდნენ

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დედაქალაქის მერიის მიერ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე საუბრისას განაცხადა.

თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნულ პროცესში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი თანამშრომლები გმირები არიან. ისინი თბილისს 24-საათიან რეჟიმში ემსახურებიან. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მთელი ღამის განმავლობაში სადეზინფექციო სამუშაოებს ახორცილებდნენ. მოირეცხა 70-მდე ქუჩა, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები, ველობილიკები, ბაზრები, ბაზრობების ტერიტორიები, მეტროსადგურის ამოსასვლელები, დაახლოებით, 700-მდე გაჩერება და ყველაზე ხალხმრავალი ადგილები, სადაც ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობდა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მერის მოადგილის თქმით, სპეციალურ სადეზინფექციო ხსნარებს რეკომენდაცია  დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაუწია. შესაბამისად, ის უვნებელი იყო როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ცხოველებისა და მცენარეებისთვის.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, პირვე ეტაპზე, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის დეზინფექციაც ჩატარდა. სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ყველა ტიპის ტრანსპორტი: მუნიციპალური ავტობუსები, მეტროსადგურები, მოძრავი შემადგენლობის ვაგონები, ასევე „რიყე-ნარიყალას“  საბაგირო გზის სადგურები და გონდოლები სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდებოდა. ღონისძიებების ფარგლებში, მოირეცხა მშვიდობის ხიდიც.

ყოველდღიური დასუფთავების გარდა, სადეზინფექციო სამუშაოები დედაქალაქის ათივე რაიონში მდებარე უფასო სასადილოებში, თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში, დედაქალაქის მერიის მოქალაქეთა მისაღებსა და სახელოვნებო სკოლებში, ასევე თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ჩატარდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics