|
2020-04-24 20:49:16, 2405 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში არსებულ ბიზნესებს არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაში დავეხმარებით
პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გახდება უფრო მორგებული დღევანდელ საჭიროებებზე, გაიზრდება სესხების მოცვა, პროცენტი კი მოერგება საბაზრო პროცენტს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს რეალურად საბანკო სესხის მიღება უფრო რთული ხდება ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე. მინისტრის განმარტებით, პროექტის მოცვა გაიზრდება და ბიზნესებისთვის უფრო მეტი რაოდენობის სესხი იქნება მხარდაჭერილი. „ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომ ჩვენ ავამოქმედებთ საკრედიტო-საგარანტიო სქემას, რომელიც წინა წლებში, როცა ეკონომიკა მყარი იყო , იმდენად მოთხოვნადი არ იყო, რადგან რისკები იყო დაბალი. მაგრამ დღეს ბიზნესებთან კომუნიკაციით ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სქემას ძალიან დადებითი როლი შეუძლია შეასრულოს", - აღნიშნა ნათია თურნავამ. კერძოდ, მინისტრის განმარტებით, საკრედიტო-საგარანტიო სქემის მოცულობა სულ მცირე - 300 მილიონი ლარი იქნება და თუ მეტი იქნება საჭირო, მომავალში მეტ დაფინანსებას ავსახავთ. „საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში თანაუზრუნველყოფაში გავყვებით ბიზნესებს. კერძოდ, საბანკო სესხის 90%-ს დავაგარანტირებთ, თუკი საუბარი იქნება ახალ სესხზე. დღეს ბევრ ბიზნესს დასჭირდება ახალი სესხი იმტომ, რომ ელემენტარულად შემოსავლები შუემცრდათ ან გაუნულდათ და სჭირდებათ დამატებითი რესურსის მოზიდვა საბრუნავად", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში ამოქმედდება უპრეცედენტო ნაწილი - თუ ეს პროგრამა აქამდე მხოლოდ განვითარებასა და ახალ პროექტებზე იყო ორიენტირებული, ამიერიდან მათ შორის დაეხმარება არსებულ ბიზნესებს არსებულ სესხების რესტრუქტურიზაციის ნაწილში. „ანუ თუ უკვე არსებული, ადრე გაცემული სესხის რესტრუქტურიზაცია მოხდება და ბანკი ბიზნესს სესხის გადახდას გადაუვადებს, 30 პროცენტიან თანაუზრუნველყოფას შევთავაზებთ ბიზნესსაც და ბანკსაც. აქედან გამომდინარე საკრედიტო-საგარანტიო სქემის დატვირთვა იქნება ძალიან მაღალი, რითიც ჩვენ ვამცირებთ რისკებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)