12:18 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 18:25:21, 2041 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა იყო დაგვიანებული, ზედაპირული და არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე

დაგვიანებული, ზედაპირული და არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია, მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ კვლავ გააგრძელებზე მთავრობაზე წნეხს, რათა სადღაც მაინც გადადგან სწორი ნაბიჯი.

„დაგვიანებული ზედაპირული მავნებლური ინსტიქტები  და არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე, ბუნდოვანი პრეზენტაცია მოვისმინეთ გახარიასაგან. არ ხდება გადასახადებზე რეალურად დაწევა, არ ხდება წნეხის შემცირება მოქალაქეებისთვის და მეწარმეებისთვის, რაც ამ ვითარებაში წარმოუდგენელია. პირდაპირი დახმარება არის გაუგებარი, არასწორი კრიტერიუმებით, არასაკმარისი და მცირე. არ ხდება რეგულირება და ისევ ინარჩუნებენ მთავრობის როლს, რომ არჩევანი გააკეთონ ვის რა მისცენ. თითქოს მათ უკეთ იციან ჩვენ ჩვენ ფულს როგორ დავხარჯავთ, რაც კორუფციის რისკიცაა და მავნებლობაც. საპენსიო შენატანზე, ფულზე, რომელიც ეკუთვნის ხალხს და თვითონ შეიატანა, ისევ უარს ეუბნებიან რომ ამ გაჭირვების დროს გამოიყენონ და ამ გადასახადს არც კი აჩერებენ. სამწუხარო რეალობაა, ასეთი დაგვიანებით ასეთი მავნებლური და არაადეკვატური გეგმა იქნა წარმოდგენილი. ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ წნეხი, რათა სადღაც მაინც გადავადგმევინოთ სწორი ნაბიჯი“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
პრემიერ-მინისტრთან ერთად, ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის შეცვლა გადაწყვიტა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს იცავს აშშ-ის მუქარის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics