|
2020-04-24 12:08:14, 7037 ნახვა
ომი უკრაინაში
ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კოვიდ19-ით ინფიცირებული ორი პაციენტი მოათავსეს
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კოვიდ19-ით ინფიცირებული ორი პაციენტი მოათავსეს. მისი თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა. „გვყავს ახალი ორი შემთხვევა. ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად ამ ეტაპამდე მათთან არანაირი პათოლოგიური ცვლილება არ ვლინდება. აგრძელებენ დაკვირვებასა და სიმპტომურ მკურნალობას“, - განაცხადა ლევან რატიანმა. მანვე დაამატა, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ რვა ადამიანი რჩება. „ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 104 პაციენტი. აქედან კოვიდ ინფიცირებული არის 86. დღეს მივიღეთ 17 უარყოფითი ტესტის პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან. დანარჩენსაც ველოდებით განმეორებით 13 პაციენტის კვლევის შედეგს ველოდებით და ალბათ, 15 პაციენტი დატოვებს კლინიკას. ასევე მინდა გითხრათ, რომ რეანიმაციული პაციენტი გვყავს 8, ახალი არ დაგვმატებია. აქედან გუშინ გითხარით, რომ სამი იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, დღეს ერთის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. დანარჩენი პაციენტების მდგომაროება რჩება სტაბილურად მძიმე, კონტროლდება ვიტალური პარამეტრები“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)