16:08 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-23 17:13:05, 1247 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი - ძირითადი ფერმერული საქმიანობა არ შეჩერებულა, ჩვენ ვახორციელებთ საგაზაფხულო სამუშაოებ

გარემოს დაცვისა  და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადების თანახმად საგაზაფხულო ძირითადი ფერმერული სამუშაოები არ შეწყვეტილა.

მისი თქმით, ეკონომიკური დახმარების პაკეტში გათვალისწინებულია გაზრდილი დაფინანსება ფერმერების სამუშაო პროგრამების ფარგლებში.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი ფერმერული საქმიანობა არ შეჩერებულა; ჩვენ ვახორციელებთ საგაზაფხულო სამუშაოებს. არ შეჩერებულა არცერთი სახელმწიფო პროგრამა, არ შემცირებულა დაფინანსება, არამედ პირიქით, ეკონომიკური დახმარების პაკეტში გათვალისწინებულია გაზრდილი დაფინანსება იმ პროგრამების, რომლითაც ჩვენი ფერმერები სარგებლობენ. ამასთანავე, ნებისმიერ დაინტერესებულს, რომელიც დაუბრუნდება სოფელს და აქვს ინტერესი ჩაერთოს სოფლის მეურნეობაში, შეუძლია ამ პროგრამებით ისარგებლოს.

სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის პროგრამა არის 10-ზე მეტი. მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია შეუძლია ჩვენი საინფორმაციო-საკინსულტაციო სამსახურებისგან, ასევე სოფლის მეურნეობის  და სოფლის განვითრების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდიდან arda.gov.ge მიიღოს. არსებული ვითარების გათვალისწინებით, დამატებითი ინსტრუმენტები შევქმენით. პრემიერ-მინისტრს ექნება დეტალური პრეზენტაცია, რის შემდეგაც ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენი მიმართულების საკითხებზე".-განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics