|
2020-04-23 13:19:10, 1590 ნახვა
საზოგადოება
ტიკარაძე - შესაძლოა, ინფიცირებულთა რიცხვს გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა გადააჭარბოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პიკი გადავლილია
შესაძლოა, ინფიცირებულთა რიცხვს გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა გადააჭარბოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პიკი გადავლილია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღეს გატარებული ყველა ზომები არის ინსტრუმენტი, რომელიც სოციალური დაცვის საშუალებას გვაძლევს. „დინამიკაში იქნება ისეთი ტალღებიც, როდესაც გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ინფიცირებულების რიცხვი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია. ის რომ, რამდენიმე დღის წინ დაინფიცირებულების რიცხვი აღემატებოდა 40-ს და დღესდღეობით არის მხოლოდ 10-მდე, ასეთი დინამიკა ამ ვირუსს ზოგადად ახასიათებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პიკი არის გადავლილი, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა ის ღონისძიება, რომელიც გატარებული იყო სახელმწიფოს და მთავრობის გუნდის მხრიდან იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ეს გახლავთ ის ეფექტი, რომ ჩვენ შევძელით და მთელი ამ სამი თვის მანძილზე ვმართავთ გრიპის ტალღებს და გრიპის პიკურ ფაზას ისე, რომ ჩვენ არ გვყავს ათასობით დაინფიცირებული პაციენტები. მესმის, რომ ყველა ძალიან გაღიზიანებულები ვართ და რთულია, რომ გვიჭირს დღესდღეობით გადაადგილება, მაგრამ ყოველივე ეს ღონისძიება არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას იმ სოციალური დისტანცირების უმკაცრესი ზომების დაცვის, რის შედეგადაც დღესდღეობით არ გვყავს 2000 და 5000 პაციენტი, არამედ გვყავს მხოლოდ 305 პაციენტი სტაციონარში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)