|
2020-04-23 10:39:04, 12448 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ დამატებულა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ დამატებულა. მისი თქმით, კორონავირუსზე ჩატარებული პირველადი ტესტირებით 4 პაციენტის პასუხი უარყოფითია. „გუშინ დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში დაგვემატა 9 დადასტურებული შემთხვევა. ახალი დადასტურებული პაციენტების წყაროები რვასთან მიმართებაში ცნობილია. მხოლოდ ერთი პაციენტის წყაროს დადგენა და მოკვლევა ხდება ახლა. ამ 420 პაციენტიდან 313 მკურნაობს კოვიდის კლინიკებში. ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე 46 პაციენტი წევს, აქედან 44 არის დადასტურებული. ახალი შემთხვევა ჩვენთან გუშინ არ დაფიქსირებულა. ორ პაციენტთან ჩატარდა პირველადი კვლევა და ორივეს პასუხი ნეგატიური იყო. გამოჯანმრთრელებული გვყავს 53 პაციენტი. გუშინ ერთი ახლი გამოჯანმრთელებული პაციენტი შეგვემატა, რომელიც გუშინვე გაეწერა. გუშინ 10 პაციენტთან ხდებოდა ტესტირება გამოჯანმრთელებულ პირველ და მეორე PCR ტესტთან მიმართებაში და მხოლოდ ერთთან დადასტურდა განმეორებით უარყოფითი პასუხი და მან დატოვა კლინიკა. 4 პაციენტთან პირველადი ტესტირებით გვაქვს უარყოფითი პასუხი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)