|
2020-04-23 09:50:43, 1558 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - კერძო ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ ინიციატივაა და ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს
თბილისის მერმა დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მის მიერ გამოთქმული ინიციატივა, რომელიც კვირის ან თვის გარკვეულ დღეებში კერძო ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვას ეხებოდა, კიდევ ერთხელ განმარტა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თვის ან კვირის კონკრეტულ დღეებში ავტომობილით გადაადგილების აკრძალვა ამ ეტაპზე მხოლოდ ინიციატივაა და მასზე საზოგადოება მოგვიანებით იმსჯელებს. თბილისის მერის განცხადებით, იდეა ჰაერის დაბინძურების დღევანდელი მაჩვენებლების შარშანდელთან შედარების შედეგად მიღებული რადიკალური განსხვავების შედეგად გაჩნდა. მისივე თქმით, ეს მაჩვენებლები ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება. „დღეს არის დედამიწის საერთაშორისო დღე. უკვე დროა, დავფიქრდეთ, რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რომ ჩვენი პლანეტა და, შესაბამისად, გარემო, სადაც ვცხოვრობთ, იყოს ეკოლოგიურად უფრო სუფთა. ეს ყველაფერი, რაზეც მე დღეს ვისაუბრე, არის ინიციატივის დონეზე და საზოგადოებამ გადაწყვიტოს, იმსჯელოს, თუ როგორ გვინდა, საერთოდ, გვინდა თუ არ გვინდა, რა ფორმით უნდა განხორციელდეს, კვირაში თუ თვეში ორი დღით უნდა იყოს. ჩვენ ახალ ველოსიპედს ნამდვილად ვერ გამოვიგონებთ. შეგვიძლია, სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ, მივაწოდოთ ეს ინფორმაციის სახით საზოგადოებას და საზოგადოებამ იმსჯელოს. ჩვენ შევადარეთ 2019 წლის მარტის თვის მონაცემები დღევანდელს, თუ რა მდგომარეობა იყო და დღეს რა სურათი გვაქვს. როგორც ცა და დედამიწა, ისეთი განსხვავებაა 2019 წლის მარტსა და 2020 წლის მარტის მონაცემებს შორის. როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, როგორც ბახმაროში, ისეთი ჰაერია დღეს თბილისში. ამას შენარჩუნება და გაფრთხილება სჭირდება. თუ ამას შევინარჩუნებთ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი თაობისთვის, ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ინიციატივაა და არა გადაწყვეტილება. ჩვენ საზოგადოებას მივეცით კონკრეტული თემა სამსჯელოდ. ბევრი მიესალმა იდეას, წამოვიდა მოსაზრებები, როგორ ჯობია, როგორ დავაწესოთ ქალაქიდან გასვლა-შემოსვლის საათები. ეს ყველაფერი დასახვეწია სამომავლოდ. თუმცა ჩვენ ამ თემას დავუბრუნდებით მას შემდეგ, რაც დავუბრუნდებით ნორმალური ცხოვრების რიტმს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)