17:01 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 16:05:12, 2060 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი" დაზღვევა COVID-19-ის გართულებულ შემთხვევებს დააზღვევს

„თიბისი" დაზღვევა მომხმარებელს ახალ პროდუქტს - COVID-19-ის გართულებული შემთხვევების დაზღვევას სთავაზობს.

დაზღვევა ვირუსით ინფიცირების ორი სახის შემთხვევას დაფარავს:

1. დაზღვეულს, რომელსაც ახალი კორონავირუსი  დაუდგინდება და სამედიცინო დაწესებულებაში დაავადების მძიმე მიმდინაროებით მოხვდება,  ერთჯერადად 10 000 ლარი გადაეცემა, რომლის გამოყენება პაციენტს ნებისმიერი მიზნით შეეძლება.

2. სიცოცხლის დაზღვევა, ლეტალური შედეგის შემთხვევაში, დაზღვეულის ოჯახისთვის 50 000 ლარის გადაცემას გულისხმობს. აღნიშნულ დაზღვევას მოცდის პერიოდი აქვს, რაც ნიშნავს, რომ  დაზღვევა პოლისის გაფორმებიდან 20 დღის შემდეგ დაფიქსირებულ შემთხვევებს აანაზღაურებს.

დაზღვევის  ღირებულება 19 ლარია და მისი შეძენა 18-დან 65 წლამდე ნებისმიერ მსურველს on.tbcinsurance.ge-ზე, ერთჯერადი გადახდით შეუძლია. დაზღვევა ხელშეკრულების გაფორმებიდან 31.12.2020-მდე მოქმედებს.

„ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების მკურნალობას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. თუმცა, მკურნალობის გარდა, ასეთ დროს ბევრი გაუთვალისწინებელი  ხარჯი ჩნდება. სწორედ ამიტომ COVID-19-ის გართულებებისგან დასაზღვევად სიცოცხლის დაზღვევის ახალი პროდუქტი შევქმენით, რომელიც დაზღვეულისა და მისი ოჯახის წევრების ყოველდღიური ცხოვრების მატერიალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს", - განაცხადა პაატა ღაძაძემ, "თიბისი" დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics