|
2020-04-22 16:01:38, 1544 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა ჰაერის დაბინძურების შემცირებაზე ისაუბრა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეო ჩართვაში, ბოლო პერიოდის განმავლობაში დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ჰაერის დაბინძურების შემცირებაზე ისაუბრა. კახა კალაძემ მოსახლეობას მონაცემები წარუდგინა, რომელიც წერეთლის გამზირზე არსებულ მდგომარეობას ასახავს. მასში ნათლად ჩანს 2019 წელსა და 2020 წელს ჰაერში აზოტის შემცველობასთან დაკავშირებული სხვაობა . „ბოლო პერიოდის განმავლობაში დედაქალაქში, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი არის მკვეთრად შემცირებული . რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ შემცირებულია ტრანსპორტის გადაადგილება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ზოგადად აქტივობები არის დაბალი. ვფიქრობ, რომ ეს მონაცემები, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს არის მნიშვნელოვანი. თქვენ იცით, რომ ქალაქში სხვადასხვა რაიონებში, ცენტრალურ ქუჩებზე განთავსებულია სპეციალური სტაციონარები, რომლებიც ზომავს ჰაერში დაბინძურების ინდექსს, დაბინძურების მაჩვენებელს და აღნიშნული მაჩვენებლები არის მკვეთრად განსხვავებული. ჩვენ თუ შევადარებთ 2019 წლის მარტის მაჩვენებელს , 2020 წლის მაჩვენებელთან არის ძალიან დიდი სხვაობა, განსაკუთრებით ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა არის შემცირებული, რომელიც, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“,- განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერი კახა კალაძე წინადადებით გამოვიდა და მოსახლეობას ჰკითხა, რას ფიქრობენ მას შემდეგ, რაც ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, კვირაში ორი დღის განმავლობაში დედაქალაქში შეიზღუდოს კერძო ავტომობილებით გადაადგილება. „შესაბამისად, როდესაც აღდგება მოძრაობა, როდესაც უკვე დაიწყებს მუშაობას შესაბამისი სამსახურები გვაქვს ასეთი იდეა და გვინდა კითხვის სახით დავსვათ ეს ჩვენი იდეა, მაინტერესებს საზოგადოების მოსაზრება, კვირაში ორი დღის განმავლობაში, მაგალითად შაბათ-კვირა ხომ არ აკრძალოთ კერძო ავტომობილების გადაადგილება და დავტოვოთ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი , რათა შესაძლებელი იყოს აუცილებლობის პირობებში გადაადგილება , რომ თავისუფლად შეძლონ ადამიანებმა ,როგორც ავტობუსებით ასევე მეტროთი მგზავრობა“,- განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იდეას, რა თქმა უნდა, სჭირდება დახვეწა, რასთან დაკავშირებითაც მოგვიანებით ისაუბრებს. კახა კალაძის თქმით, წინადადებასთან დაკავშირებით მოგვიანებით ჩატარდება ინტერაქტივიც .
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)