17:57 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 13:23:24, 1318 ნახვა

კომენტარი
კილაძე - ამ შეზღუდვებს უნდა მოჰყვეს ძლიერი სოციალური პაკეტი იმიტომ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა ისედაც მწირი შემოსავალი

 „ამ შეზღუდვებს უნდა მოჰყვეს ძლიერი სოციალური პაკეტი იმიტომ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა ისედაც მწირი შემოსავალი“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ყველა შეზღუდვა უნდა იყოს პროპორციული მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც აუცილებელია მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა.

„ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა, რომ ხელისუფლება იყოს ეფექტიანი, უბრალოდ ჩვენ არ უნდა გადავიდეთ მეორე უკიდურესობაში. ეს ყველა შეზღუდვა უნდა იყოს პროპორციული მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც აუცილებელია ჩვენი მოქალაქეებისთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა.

ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი შეზღუდვები ამ შემთხვევაშიც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რაც გვაქვს და შემდეგ უკვე მოვხსნათ შეზღუდვები.

ამ შეზღუდვებს უნდა მოჰყვეს ძლიერი სოციალური პაკეტი იმიტომ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა ისედაც მწირი შემოსავალი“, - განაცხადა სოფო კილაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics