10:58 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 12:09:34, 2438 ნახვა

პოლიტიკა
ლევან გოგიჩაიშვილი - სამწუხაროდ, ყველას არ აქვს ფუფუნება, რამდენიმე თვე გალაღებული იყოს სახლში და ტიკ-ტოკებით გაართოს მოქალაქეები

სამწუხაროდ, ყველას არ აქვს ფუფუნება, რომ რამდენიმე თვე გალაღებული იყოს სახლში და ტიკ-ტოკებით გაართოს მოქალაქეები, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები, თუ რა გარანტიაა იმისა, რომ 22 მაისს დამთავრდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა.

 „თუ ადამიანები ამ ყველაფერს ერთი თვის წინ გაგებით ეკიდებოდნენ, დღეს კითხვები ჩნდება. რამდენად სამართლიანად მიდის ადმინისტრირება, ამაზე ჩნდება კითხვები, ასევე იმაზე, რა არის შედეგი რაც ჩვენ უნდა მივიღოთ, რა გარანტია გვაქვს, რომ ჩვენ 22 მაისს დავამთავრებთ, ან თუ ან დავამთავრებთ წინასწარ უნდა მოვამზადოთ საზოგადოება, რადგან ადამიანებმა უნდა დაგეგმონ ცხოვრება. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე თვე გალაღებული იყოს სახლში და ტიკტოკებით გაართოს ჩვენი მოქალაქეები. ზოგს ამოეწურა ფინანსური რესურსი, ზოგს არა, ამიტომ ჩვენ გვჭირდება პროგნოზირება, რომელიც უნდა გაკეთდეს მთავრობისა და ხელისუფლების დახმარებით“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics