|
2020-04-21 12:27:00, 5950 ნახვა
ომი უკრაინაში
რატიანი - პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 91 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც სამის მდგომარეობა კრიტიკულია
თსსუს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 91 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც სამის მდგომარეობა კრიტიკულია. მისი თქმით, კომპიუტერული ტომოგრაფიით 47 პაციენტთან მწვავე პნევმონია დასტურდება. „ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 118 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფექციის არის 91 შემთხვევა. 9 პაციენტი გვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში, საიდანაც სამის მდგომარეობა არის მძიმე ანუ კრიტიკული, ზემო დინამიკის რღვევით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, ისინი გადანაწილებული არიან სიმძიმის კატეგორიის მიხედვით რამდენიმე სართულზე. აქედან 47 პაციენტთან დადასტურებულია კომპიუტერული ტომოგრაფიით მწვავე პნევმონია. მკურნალობა არის სიმპტომური სახელმწიფო გაიდლაინის მიხედვით“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)