|
2020-04-18 10:50:57, 8906 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პნევმონიით 8 პაციენტია მოთავსებული
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პნევმონიით 8 პაციენტია მოთავსებული. მისი თქმით, კრიტიკულთან მიახლოებული 2 პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა. „დღეს დაგვემატა 15 დადასტურებული შემთხვევა და გვაქვს სულ 385. ასევე დაგვემატა 7 გამოჯანმრთელებული. იყო 77 და გახდა 84. ამ გამოჯანმრთელებულებში 50-ზე მეტი ჩვენი პაციენტია. დადასტურებულ შემთხვევებშიც ჩვენ უკვე გადავაცილეთ 100-ზე მეტს. გუშინ ჩვენ ცენტრს საღამოდან დილამდე პაციენტი არ შემატებია და გვყავს ისევ 45 დადასტურებული შემთხვევა. გუშინდელ 6 დადასტურებულ შემთხვევაში, გაფართოებული კვლევების შედეგად, შეფასების შემდეგ 3 არის საკმაოდ მძიმე პნევმონიით. ჯერჯერობით მათი მდგომარეობა მართვადია. თუ არსებულ პროგრესირებას აღარ განიცდის ეს დაავადება, მაშინ დასტაბილურდება. მძიმე გვყავდა 5 პნევმონია. ერთი სუნთქვის უკმარისობით და დანარჩენი სუნთქვის უკმარისობის გარეშე. დაგვემატა კიდევ 3 პაციენტი და ამ ეტაპზე მძიმე პნევმონიით გვყავს 8 პაციენტი და კრიტიკულთან მიახლოებული, რაც უკვე დასტაბილურებულია გვაყავს 2 პაციენტი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)