|
2015-08-13 15:59:41, 4426 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის გამგეობამ ნაგვის შემგროვებელი სპეციალური ტექნიკა შეიძინა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით გამგეობამ სანაპირო ზოლის ნაგვის შემგროვებელი სპეციალური ტექნიკა შეიძინა, რომელიც ანაკლია–განმუხურის სანაპირო ზოლს დაასუფთავებს. გამგეობის ინფორმაციით, გერმანული წარმოების „Beach Teach“ მარკის სპეციალური ტექნიკა, რომლის ღირებულებაც 364 ათას ლარს შეადგენს, რამდენიმე მუშახელის საქმიანობას შეცვლის. „მუნიციპალურიტეტის გამგეობისთვის პრიორიტეტს და გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა საკურტო სეზონში სპეციალური ტექნიკის შეძენა. ამ ტექნიკის შემოწმება მოხდა დღეს ანაკლიის სანაპირო ზოლზე. ნაგვის შემკრები ტექნიკა 24 საათიან რეჟიმში დაასუფთავებს და მოასწორებს სანაპიროს და დამსვენებლებს სუფთა გარემოს შეუქმნის“, - აცხადებენ ზუგდიდის გამგეობაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)