15:59 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 15:36:02, 635 ნახვა

საზოგადოება
ღორეშას საზოგადოებრივ ცენტრში უფასო ტრენინგები ჩატარდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოსა და  იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში 29 ივლისს სოფელ ღორეშას საზოგადოებრივ ცენტრში უფასო ტრენინგები ჩატარდა.

სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მიზანი ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობაა. პროექტის მეშვეობით ახალგაზრდებმა დასაქმებისათვის საჭირო ინფორმაცია და რეკომენდაციები მიიღეს, რაც დაეხმარებათ  იმ საჭირო უნარებს განვითარებაში, რომლებიც მათ მიზნების მიღწევასა და მომავალი კარიერის უკეთ დაგეგმვაში დაეხმარებათ.

„ტრენინგებში მონაწილეობას ის ახალგაზრდები იღებდნენ, რომლებმაც რეგისტრაცია 25 ივნისამდე გაიარეს და ტრენინგზე დასასწრები, შევსებული სარეგისტრაციო ფორმა წარადგინეს. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა შეიძინეს ცოდნა სამი მოდულის მიმართულებით: სამსახურის მოძიება, რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შემუშავება, გასაუბრების უნარები და თვითპრეზენტაცია.  საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.  ამ მხრივ, განსაკუთრებით პრიორიტეტულია ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება, მოსახლეობის  განათლებისა და ცნობიერების ამაღლების გზით“, - განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა.

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების ინიციატივა  პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში II” ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც სერვისების განვითარების სააგენტო ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics