|
2020-04-16 12:18:19, 1874 ნახვა
ეკონომიკა
2019 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით შემცირებულია ხორბლის, ქერის და კარტოფილის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები
წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ხორბლის წარმოებამ 102.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 4.3 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, - ამის შესახებ წინასწარ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ქერის წარმოება 5.7 პროცენტით შემცირდა და 54.4 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 205.9 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 6.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. კარტოფილის წარმოება 12.2 პროცენტით შემცირდა და 208.6 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2019 წლის განმავლობაში წარმოებულია 162.1 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 14.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით შემცირებულია ხორბლის, ქერის და კარტოფილის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები, გაიზარდა სიმინდისა და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობების მაჩვენებლები. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.3 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ - 2.1 ტონა/ჰა, სიმინდის - 2.8 ტონა/ჰა, კარტოფილის - 11.6 ტონა/ჰა, ბოსტნეულის - 10.1 ტონა/ჰა, აქედან პომიდვრის მოსავლიანობაა 13.4 ტონა/ჰა, კომბოსტოს - 33.1 ტონა/ჰა, ხახვის 6.8 ტონა/ჰა, თუმცა შემცირებულია კიტრის და ნივრის საშუალო მოსავლიანობები და შეადგენს კიტრის - 10.4 ტონა/ ჰა, ხოლო ნივრის 2.4 ტონა/ჰა. ასევე, წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 206.6 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 0.2 პროცენტით ჩამორჩება. მათ შორის საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობია 55.4 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობმა 151.2 ათასი ჰექტარი შეადგინა. ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 74.9 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 45.1 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 27.2 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 17.9 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 15.0 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 12.7 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 13.9 ათას ჰექტარს შეადგენდა. ამავდროულად, წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ქვეყანაში წარმოებულია 52.1 ათასი ტონა თესლოვანი ხილი, რაც 44.2 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში წარმოებულია ასევე 38.6 ათასი ტონა კურკოვანი ხილი (წინა წელთან შედარებით 28.7 პროცენტით ნაკლები), 31.7 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (37.2 პროცენტით მეტი), 20.4 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (27.5 პროცენტით მეტი), 64.4 ათასი ტონა ციტრუსი (2.9 პროცენტით ნაკლები). გარდა ზემოთქმულისა აღსანიშნავია, რომ 2019 წელს წარმოებულია 295.6 ათასი ტონა ყურძენი, რაც 13.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)