|
2020-04-15 22:30:58, 2469 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის გახანგრძლივება მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება იყო
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის გახანგრძლივება ერთი წლით მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება იყო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან, მერსედეს ვერა მარტინთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენთან, კობა გვენეტაძესთან ერთობლივი ვიდეოკონფერენციის მიმდინარეობისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე და პროგრამის საერთო თანხის გაზრდაზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ფონდის მისიასთან მუშაობა დაიწყო სამი მთავარი ამოცანის გადასაწყვეტად. ესენია: პანდემიის დაძლევა, მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ეკონომიკაზე მიყენებული ზარალის სწრაფად აღმოფხვრა. მან კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსის მნიშვნელობას. „ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან შეთანხმება, რადგან შეთანხმების შედეგად, საქართველოს გამოეყოფა 200 მლნ აშშ დოლარი. ჩვენ ასევე საკმაოდ წარმატებით ვითანამშრომლეთ პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტებთან და მიღწეული გვაქვს შეთანხმება, მიმდინარე წელს დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე. ამას დაემატება ამავე მოცულობის ინვესტიცია კერძო სექტორში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შედგა შეთანხმება განახლებულ ეკონომიკურ პროგნოზზე და იმ დანაკლისზეც, რაც ქვეყნის ეკონომიკამ პანდემიის გამო განიცადა. „2020 წელს ველით, დაახლოებით, 4-5 პროცენტიან ეკონომიკურ კლებას, ასევე, ჩვენი შეფასებით, გვექნება, დაახლოებით, 1,5 მილიარდი აშშ დოლარის დანაკლისი საგადამხდელო ბალანსში, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ეს თანხა უკვე მოძიებულია და შეივსება ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მსოფლიო პანდემია სამწუხაროდ, გამოიწვევს რეცესიას. საბედნიეროდ, შემდეგ წლებში, ამას მოჰყვება მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკა აუცილებლად აინაზღაურებს ამ დანაკლისს. „სწორედ ამიტომ, ჩვენი პოლიტიკით, ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)