|
2020-04-15 15:29:32, 1367 ნახვა
რეგიონი
ბოლნისში მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს 500 სასურსათო პაკეტი დაურიგდება
მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს ბოლნისის მერიისა და კერძო პირების მიერ შეძენილი 500 სასურსათო პაკეტი დაურიგდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული საკარანტინო მდგომარეობის გათვალისწინებით, სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტების დარიგება აქტიურად მიმდინარეობს. დღეს მუნიციპალიტეტმა ბოლნისის მერიისა და კერძო პირების მიერ შეძენილი 500 სასურსათო პაკეტი მიიღო. სურსათი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმაა ჩაიბარეს. პაკეტები მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს ეტაპობრივად დაურიგდება. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის სურსათი სულ 3000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს, შშმ პირს, პენსიონერებსა და შეჭირვებულ მოქალაქეს დაურიგდა. „დღეს ბოლნისის მერიისა და კერძო პირების მიერ შეძენილი 500 სასურსათო პაკეტი მივიღეთ. პროდუქტები მოწყვლადი კატეგორიის ოჯახეს დაურიგდება. საკარანტინო რეჟიმის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეჭირვებული მოქალაქეების გვერდში დგომა, ამიტომ მუნიციპალიტეტი ამ კატეგორიის მოქალაქეებს ყოველთვის დაეხმარება. მინდა კერძო პირებს დიდი მადლობა გადავუხადო ქველმოქმედებისთვის“, -განაცხადა ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)