15:27 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-14 20:38:19, 6164 ნახვა

Lifestyle
მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ მალიბუში 15 000 000 $ ღირებულების ვილა შეიძინეს

მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ აშშ-ში, კერძოდ კალიფორნიის ყველაზე პრესტიჟულ ნაწილში მალიბუში 15 000 000 $ ღირებულების ვილა შეიძინეს. სახლის ყოფილი მფლობელი მსახიობი მელ გიბსონი გახლდათ. როგორც ჩანს, სასექსები ამერიკაში დარჩენას დიდი ხნით აპირებენ.
რამდენიმე კვირის წინ მეგანმა და ჰარიმ კანადა კორონავირუსის გამო დატოვეს და მსახიობის მშობლიურ ლოს-ანჯელესში გადავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის მარკლის უახლოესი სამეგობრო წრისგან გახდა ცნობილი.


ცნობისთვის, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასექსები საცხოვრებლად  აშშ-ში აპირებენ გადასვლას ჯერ კიდევ შარშან ზამთარში იყო ცნობილი. ახალგაზრდებმა მელ გიბსონის სახლს თვალი სწორედ მაშინ დაადგეს, რადგან ვილა მეგანის დედის სახლისგან არც ისე შორს მდებარეობდა.
"ისინი (ჰარი და მეგანი) შენაძენით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. ასეთი უძრავი ქონება იშვიათად და ძალიან სწრაფად იყიდება ხოლმე"-განაცხადა "ინსაიდერმა" The Sun-თან საუბრისას.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics