09:38 - 14 Aug, 2026
|
2015-08-12 20:00:20, 4357 ნახვა
რეგიონი
ფოთში დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
ფოთის კოლხური კულტურისა და ისტორიის მუზეუმში თემატური შეხვედრა-საღამო გაიმართა, რომელიც დიდგორობის სახალხო დღესასწაულს მიეძღვნა. ღონისძიების მონაწილეებმა - ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, მუზეუმის მეცნიერ-მუშაკებმა, ისტორიკოსებმა, პედაგოგებმა და სტუდენტებმა საინტერესოდ საქართველოს ისტორიის განსაკუთრებულად გამორჩეულ მოვლენაზე-დიდგორის ბრძოლაზე, წარსულში მის გეო-პოლიტიკურ და გეო-სტრატეგიულ გავლენაზე და თანამედროვეობისათვის ქართველთა გმირული წარსულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კოლხური კულტურისა და ისტორიის მუზეუმში გამართულ საღამო-შეხვედრას ესწრებოდნენ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი მოისწრაფიშვილი და მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი დავით შეროზია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)