|
2020-04-14 11:12:06, 12837 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 3 პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი მეტად პრობლემურია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტია, რომელთანაც ერთის მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმეა. მისი თქმით, დღეს დილას ტესტირება ჩაუტარდა 5 პაციენტს, რომელთაც სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში სხვა პაციენტებიც დაემატებიან. „ჩვენ გვიწევს 38 დადასტურებული შემთხვევა, საიდანაც კრიტიკულს მიახლოებული ანუ ძალიან მძიმე პნევმონია 3 გვყავს. ჯერჯერობით ერთთან მეტი პრობლემები გვაქვს და დანარჩენ ორთან გარკვეულწილად თითქოს სტაბილურობა მიღებული გვაქვს და იმედია ასე გაგრძელდება. დანარჩენ შემთხვევებში არის მძიმე პნევმონიები, რომლებიც ჩვენს მკურნალობას აბსოლუტურად პასუხობენ და მათი მდგომარეობა ალბათ, მალევე გაუმჯობესდება. გუშინ ჩვენთან ტესტირება ჩაუტარდა 16 პაციენტს, საიდანაც ერთი იყო დადებითი, ხოლო დანარჩენი 5 შემომატებულია დაავადებათა კონტროლის მიერ. დღეს დილას კიდევ 5 პაციენტს უტარდება ტესტირება. დღის მეორე ნახევარში უფრო მეტი პაციენტებია, რადგან კომენდატის საათის გამო, პაციენტები, რომლებსაც ტესტირებას ვუტარებთ ვერ ტოვებენ კლინიკას. ამიტომ დღის განმავლობაში ხდება პაციენტების შევსება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)