23:33 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-12 18:10:55, 334 ნახვა

პოლიტიკა
ქადაგიძე: პარლამენტმა ვეტო ნეგატიურ შედეგებზე დასაფიქრებლად უნდა გამოიყენოს

პარლამენტმა პრეზიდენტის უნდა გამოიყენოს ვეტო იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს იმ ნეგატიურ შედეგებზე, რომლებსაც "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონის ძალაში შესვლა მოიტანს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა. ქადაგიძის შეფასებით, ვეტოს ლარის კურსზე არანაირი პირდაპირი გავლენა არ აქვს.

"რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ის არის ცნობილი, ეს არის ცუდი კანონი. ეს არის კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ჩვენ პოზიციას იზიარებს ყველა - დაწყებული არასამთავრობო სექტორით, დამთავრებული საერთაშორისო პარტნიორებით. ჩვენ მივესალმებით ვეტოს და ვთვლით, რომ პარლამენტმა კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და ვეტო გამოიყენოს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს იმ ნეგატიურ შედეგებზე, რომლებსაც ამ კანონის ძალაში შესვლა მოიტანს", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics