22:54 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-12 16:18:06, 789 ნახვა

ეკონომიკა
ეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს ის ღონისძიებები გააცნო, რომელიც მისი შეფასებით შემოდგომაზე ლარის კურსზე ნაკლებ ზეწოლას უზრუნველყოფს. 
ქადაგიძის თქმით, ეს არის რიგი კომპლექსური ღონისძიებები, რომელიც მთავრობამ უნდა გაატაროს. 
„პირველ რიგში მთავრობამ არამხოლოდ უნდა უზრუნველყოს თანაბარი ხარჯვა, არამედ ღიად, საჯაროდ დააფიქსიროს მზაობა იმის შესახებ, რომ თუკი იქნება დამატებითი ზეწოლა კურსზე გაუფასურების მიმართულებით იგი მზად არის კიდევ უფრო შეამციროს ბიუჯეტის მიმდინაე ხარჯები. მეორე უნდა იქნას წარმოდენილი ძალიან კონკრეტული გეგმა, გაწერილი თარიღებით იმ დამატებითი შემოსავლების შესახებ,რომელსაც მთავრობა ელოდება“,-განაცხადა ქადაგიძემ. 
ამასთან, როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, უკვე რამდენიმე თვეა გვიანდება სავალუტო ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვის  დაწყება. 
„რაც არის უაღრესად უარყოფითი სიგნალი ინვესტორებისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სავალუტო  ფონდის პროგრამის მიმოხილვის დაწყება, სადაც დეტალურად გაიწერება მაკროეკონომიკური ინდიკატორები, რომლებზეც აიგება როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული პოლიტიკა“,-განაცხადა ქადაგიძემ. 
ასევე, როგორც  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა  აღნიშნა,  საერთაშორისო ორგანიზაციები რეზერვების ხარჯვასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკით კმაყოფილია, თუმცა მისივე თქმით მთავრობის პოზიცია ამ კუთხით განსხვავებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics