|
2020-04-11 15:11:35, 19097 ნახვა
ომი უკრაინაში
დიდი პარასკევი ვირტუალურად - ყველა ტაძარი ცარიელი იყო
კორონავირუსის გავრცელების გამო, ვნების კვირის დიდი პარასკევი კათოლიკეებმა, ლუთერანებმა და პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენლებმა პირველად, განსხვავებულად აღნიშნეს. ვატიკანის ქუჩები ცარიელია. რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში, პირველად, დიდი პარასკევი „ვირტუალურად“ აღინიშნა. მესა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, ასევე მიმდინარეობდა მისი ტრანსლირება ტელევიზიით. ტრადიციული ლიტანიობა, რომელიც კოლიზეუმის კედლებთან ტარდებოდა, ამჯერად წმინდა პეტრეს ტაძრის მოედანზე ჩაივლის. რაც შეეხება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, რომელიც 2019 წლის აპრილში დაიწვა, მსახურება ეკლესიაში ტელევიზიით იქნება ტრანსლირებული. პარიზის არქიეპისკოპოსმა, მიშელ ოპეტიმ ჩაატარა მესა, რომელსაც მხოლოდ 7 ადამიანი დაესწრო. აღნიშნულის მდგომარეობიდან გამომდინარე, ტაძარში დააბრუნეს ქრისტეს ეკლის გვირგვინი, რომელიც ხანძარს გადაურჩა. ესპანურ რელიგიურ მელოდიაში, კალანდაში, სადაც დოლების ხმა ისმის, ამჯერად ცვლილებები შევიდა. დოლების ხმა ჩვეულებრივ დიდი პარასკევის ნაშუადღევს იწყებოდა და შაბათის საღამომდე გრძლედებოდა, წელს კი, ეს ყველაფერი სახლების აივნებიდან ისმის, რადგან მოქალაქეებს არ აქვთ ერთად შეკრების საშუალება. და ბოლოს, გერმანიის დუსელდორფში ასობით ქრისტიანი იმყოფებოდა მესაზე, მსახურება ჩატარდა კინოთეატრის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ და აკმაყოფილებდა ყველანაირ ნორმებს, რომლებიც არის რეკომენდირებული. მორწმუნეები, ერთმანეთისგან სოციალური დისტანციის დაცვით იდგნენ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)