06:48 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-11 12:28:04, 1734 ნახვა

რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ლენტეხში 100-მდე პირველადი კონტაქტია მოძიებული

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ლენტეხში 100-მდე პირველადი კონტაქტია მოძიებული.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის პროდუქტებითა და მედიკამენტებით მომარაგება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

„შესაძლებელი არის გაგრძელდეს 2 კვირა, შესაძლებელია გაგრძელდეს უფრო მეტ ხანს. გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ რეალობიდან, რა რეალობაც გვექნება მოცემულ მომენტში. გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ოჯახური კლასტერი შემხებლობა დიდად არ გაზრდილა და ჯამში, დღეის მდგომარეობით გვაქვს 100-მდე პირველადი კონტაქტი. საკვების და მედიკამენტების კუთხით შეზღუდვა არ იქნება. ბუნებრივია, ერთ დღეში ვერ მოხდებოდა დეფიციტის დაფიქსირება. უწყვეტი რეჟიმით გაგრძელდება მუნიციპალიტეტის პროდუქტებითა და მედიკამენტებით მომარაგება“, - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics