|
2020-04-10 11:32:41, 2776 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთი“ პარტნიორ კომპანიებთან ერთად მომხმარებელს თანხის განაღდების ახალ სერვისს სთავაზობს
რამდენიმე დღის წინ „ლიბერთის“ მიერ დაანონსებული ახალი პროდუქტი სოციალური ბარათების მფლობელებისთვის, დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს წამყვან სააფთიაქო ქსელებში: ავერსი, ფარმადეპო და პსპ. ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, აღნიშნულ პარტნიორ კომპანიებში ბარათით გადახდისას ნაღდი ფულის გატანასაც შეძლებენ. კერძოდ, მომხმარებელს მინიმუმ 5 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენისას, ნებისმიერი აფთიაქის სალაროდან 50 ლარამდე ოდენობით ნაღდი ფულის მიღების შესაძლებლობა ეძლევა. „ქვეყანაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენი მიზანია დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ჩვენს მომხმარებლებს, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები და ასევე, რაც შეიძლება მეტი მომსახურება მიიღონ იმ წერტილებში, სადაც ისინი რეგულარულად დადიან. ამ ახალი სერვისის შეთავაზებით, პირველ რიგში გვინდა ავამაღლოთ ბარათით გადახდის მოტივაცია და ასევე, შევამციროთ ბანკში ვიზიტის აუცილებლობა ნაღდი ფულის მისაღებად, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არსებობს. გვინდა კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. ჩვენს მომხმარებლებს კი მოვუწოდებთ, რომ დაიცვან რეკომენდაციები სოციალურ დისტანცირებასთან და ნაღდ ფულთან კონტაქტის შემცირების მიმართულებით. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, - განაცხადა ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორმა, გიორგი მაკარიძემ. ავერსი საქართველოში წარმოდგენილია 262 აფთიაქით ქალაქებსა და რეგიონებში. PSP-ეს სააფთიაქო ქსელი მოიცავს 237 აფთიაქს საქართველოს მასშტაბით. ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელი მოიცავს 205 აფთიაქს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)